შაბათის ფორმულამ მესამე პრეზიდენტისგან მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო. წერილში ქვეყნის ყოფილი პირველი პირი მის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი მდგომარეობა რუსეთის ინტერესებშია და ყველა ვინც ამას უზრუნველყოფს, პუტინის დაკვეთას ასრულებს. "ჩემი მდგომარეობა მძიმეა...ორგანიზმი აღარ იღებს საკვებს...ბოლო დღეებში წყალსაც კი. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ ჩემი მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე შარშან, შიმშილობის ფონზე იყო...ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებ, მაგრამ ვარ საქმის კურსში, რომ ძალიან უღირს განცხადებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა რუსეთის ინტერესებშია და ყველა, ვინც ამას უზრუნველყოფს ნებსით, თუ უნებლიედ, პუტინის დაკვეთას ასრულებს".